მერის მოადგილე ბაღის ინციდენტზე: დამნაშავე დაისჯება (ვიდეო)
19:02 / 27.12.2017
ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა მე-15
საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც ის აუტისტური სპექტრის მქონე
ბავშვის იმ მშობელს შეხვდა, რომელმაც სოციალურქსელში ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა.
ნანავამ მისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია
მიიღო.
"მივიღეთ ინფორმაცია აღნიშნული შემთხვევის შესახებ, გავერკვევით
ვითარებაში და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის ზომებს
მივიღებთ. დამნაშავე დაისჯება" - უთხრა რადიო "ათინათს" ნანავამ.
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა
ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე
ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო
მათ ზეიმი ჩაეშალათ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები