ახალი ამბები
ზუგდიდის მერის დავალებით მე-15 ბაღში აუდიტი შევიდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას დავალებით მე-15 საჯარო ბაღს, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, ამ წუთებში მერიის აუდიტის სამსახური ამოწმებს. გოგიას თქმით,მერია საკითხს ამ დრომდე სწავლობს.

„ფაქტია, რომ ბავშვი ვერ შევიდა ღონისძიებაზე, რადგან კარი იყო ჩაკეტილი და 10-15 წუთის განმავლობაში გასაღები ვერ იპოვეს. ეს არ უნდა მომხდარიყო. შესაბამის სამსახურებს დავავალეთ, რომ გაირკვეს, ეს შეგნებულად მოხდა, თუ გაუგებრობა იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს გოგიამ.

მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.



ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ ის სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა სურს, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს და ზომები შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ.

თავის მხრივ, ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია ამბობს, რომ რომ იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ და ოთახს ამ კარის გარდა სხვა კარებიც აქვს.

ზუგდიდის მერია აღნიშნულ საკითხს სწავლობს. მერის მოადგილის მაიზერ ნანავს თქმით, რომელიც დღეს მშობელსაც და ბაღის გამგესაც შეხვდა, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება.

ამავე თემაზე:

ბაღის ინციდენტთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერს მიმართავს

ბაღში, სადაც ინციდენტი მოხდა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეცჯგუფია გახსნილი 

მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში დაიბარეს (ვიდეო)

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.