ახალი ამბები
თემურ ნადარაია: მძღოლების პროტესტი ქართული მხარის პრობლემაა, აფხაზურ მხარეზე სიმშვიდეა
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარჰყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ენგურის გამშვებ პუნქტთან მიკროავტობუსების მძღოლების და ოთხთვალა ურმების მფლობელთა გაფიცვის შესახებ.

თემურ ნადარაიამ „სპუტნიკს აბხაზიას“ განუცხადა, რომ პირადად იმყოფებოდა „საზღვართან“, თუმცა, იქ არაფერი არ ხდება და სიტუაცია მშვიდია.



გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ენგურის საგუშაგოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"ის, რომ ზუგდიდში საპროტესტო აქციები და გაფიცვები იმართება,  ქართული მხარის პრობლემაა. აფხაზურ მხარეზე ყველაფერი მშვიდადაა, არანაირ პროტესტს არა აქვს ადგილი. ის, რომ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ენგურის ხიდზე უფასოდ მოძრავი მიკროავტობუსების გამო აღშფოთებას გამოთქვამენ, ჩვენ არ გვეხება", - აღნიშნა თემურ ნადარაიამ.

მისი განმარტებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ენგურის ხიდზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით მოძრაობს.

"ტრანსპორტი საზღვარს არ კვეთს, და ხალხი ხიდის ბერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გადაჰყავს, რადგან ხიდის სიგრძე 800 მეტრია და ხანდაზმულ, შეუძლოდ მყოფ ადამიანებს მძიმე ტვირთით უჭირთ მასზე გადაადგილება. მიკროავტობუსს აფხაზური ნომერი აქვს, მისი მძღოლი - გალის მცხოვრებია, რომელსაც ხელფასს გაერო უხდის. მიკროავტობუსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ასევე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ანაზღაურებს“, – განმარტა მან.

ნადარაიას ცნობითვე, მიკროავტობუსის გარდა, ხიდზე ფასიანი ტრანსპორტიც მოძრაობს, რომელიც მისი თქმით, შემოსავლის ნაწილს კარგავს, ვინაიდან მგზავრები უპირატესობას უფასო ტრანსპორტს ანიჭებენ.

მისი განმარტებით, გალის რაიონის მცხოვრებლების მცირე ნაწილი „საზღვარს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით კვეთს. თუმცა მანამდე ამ პირებმა ნებართვისთვის აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა მიმართონ“:

"ადამიანებს ეძლევათ საშუალება საზღვარი სამი, ხუთი დღით გადაკვეთონ. თუმცა, ტრანსპორტის რაოდენობა შეზღუდულია. ძირითადად, ავტომანქანებით საზღვარს ენგურჰესის თანამშრომლები კვეთენ. გალის რაიონის მკვიდრთა რაოდენობა, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის ნებართვას იღებენ, ძალიან მცირეა. მეტწილად, რაიონის მცხოვრებლებს ავტომობილით ავადმყოფები გადაჰყავთ, რომლებიც გადაუდებელი მკურნალობას საჭიროებენ“, – დასძინა მან.



ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს.



სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მგზავრების ნაწილი სამარშუტო ტაქსების მომსახურებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა მათთვის ასე უფრო მისაღებია.ავტოსადგურის წარმომადგენლის არსენა ჩანგელიას განმარტებით, სამი სამარშუტო ტაქსი მგზავრებს ზუგდიდიდან ენგურის ხიდზე არსებულ საგუშაგომდე და უკან მოჰყავს. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტი გალში და გალის რაიონის რამდენიმე სოფელშიც მიდის. დევნილებმა აღნიშნული მარშუტების შენარჩუნების მოთხოვნით აქციაც გამართეს.


ამავე თემაზე:

დევნილების აქცია ზუგდიდში: გვაქვს ეჭვი, რომ მიკროავტობუსებს გააუქმებენ 

მგზავრები: ენგურის ხიდზე გადასვლა სამარშუტო ტრანსპორტით უფრო იაფი და კომფორტულია (ფოტო)

ენგურის ხიდთან ურმების მფლობელები გაიფიცნენ




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მერე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდიდან თბილისში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა მოქალაქეები გაემგზავრნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.