ახალი ამბები
გარდაცვლილი წვევამდელის დედა: დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული დაკავებულს არ ჩაუდენია (ვიდეო)
სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი ბექა რუსიას დედა დარწმუნებულია, რომ დანაშაული ბრალდებულ დავით ჯალაღონიას არ ჩაუდენია. იზა რუსია მომხდარში ბრალს საგუშაგოს მეთაურის მოადგილეს ალექსანდრე კვიჟინაძეს სდებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვს ეს არ ჩაუდენია. ვფიქრობ, რომ იყო სტრესის ქვეშ“, - თქვა მან სასამართლო სხდომის შემდეგ.



საქმის არსებითი განხილვა პროკურორის თხოვნის საფუძველზე 26 თებერვლამდე გადაიდო. პროცესზე ბრალდებულმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ცნობს.

შესავალ სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა აღნიშნა, რომ დავით ჯალაღონიამ ალექსანდრე კვიჟინაძის კუთვნილი იარაღით შემთხვევით ესროლა ბექა რუსიას, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

თავის მხრივ ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ნანობს ჩადენილს დანაშაულს და განიცდის ამ ფაქტს.

„ის აცნობიერებს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი არის გარდაცვლილი და ვერაფერს შეცვლის“, - აღნიშნა ნინელი ქოაიავამ.

ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ შესავალი სიტყვის თქმა არ ისურვა.

„რაღა უნდა დავამატო“, - თქვა მან.

სასამართლო პროცესს ბექა რუსიას ოჯახის წევრებთან ერთად დაკავებულის ახლობლები და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დაესწრო.



რაც შეეხება რუსიას ტელეფონში აღმოჩენილ ფოტო-ვიდეომასალას, პროკურურმა დავით პაპავამ განმარტა, რომ გამოძიებამ სასამართლოს აღნიშნული მასალების საქმისთვის დართვის შუამდგლომლობით უკვე მიმართა.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახს პროკურატურის ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს დაუპირისპირდა

გარდაცვლილი რუსიას ოჯახი: არ გვაქვს იმედი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.