ზუგდიდის მაჟორიტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
18:09 / 05.02.2018
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში ზუგდიდში
მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკრებულოს
წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მათ სხვადასხვა პრობლემა განიხილეს, მათ შორის
დევნილებთან, გარევაჭრობასა და მოუწესრიგებელ პარკირებასთან
დაკავშირებული საკითხები. არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა მაჟორიტარს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა
შესთავაზეს და მისგან პირობა მიიღეს, რომ ბიურო მისი ჩართულობით
განხილულ საკითხებს საფუძვლიანად შეისწავლის.
„ჩვენ დავეხმარებით მათ ამ წინადადებების საკანონმდებლო ინიციატივის
სახით გატანაში. გვექნება კონსულტაციები ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან, ასევე სხვა პასუხისმგებელ პირებთან და შეჯერებულ
პოზიციას მივაწვდით არასამთავრობო სექტორს“, - აღნიშნა ქვარაიამ.
მისივე თქმით, ცენტრალური ხელისუფლება და რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი დეცენტრალიზაციაზე მუშაობს და განმარტა,
რომ პარკირების, მოსაკრებლებისა და სხვა სახის რეგულაციებთან
დაკავშირებით წინადადებებს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავს.
დღესვე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველ მესამე
თვეს შედგება.
დღევანდელი ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით
და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით
განხორციელდება.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები