ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: აფხაზეთში ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატი ჯანმრთელობისთვის საშიშია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაციით, დე ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მიმდებარე სოფლებში აზიური ფაროსანას შეწამვლის პროცესი დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით ყოლბაიას კომენტარს ავრცელებს.

ყოლბაიას ცნობით, სპეციალისტებმა პრეპარატის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მასში შემავალი ნივთიერებები განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის არის საშიში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამვლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია დაიწყო. ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
18 / ივნისი 2019
„მწვანე ალტერნატივა“ სახელმწიფო უწყებებს ნენსკრა ჰესის შესახებ გასაჯაროებული ხელშეკრულების შესწავლას და მასზე რეაგირებას თხოვს. საკითხი მთავრობის მიერ ხელმოწერილ კაბალურ კონტრაქტს ეხება, რომლიდანაც ირკვევა,
18 / ივნისი 2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
17 / ივნისი 2019
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი სურთ, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულად მოქნილ პირობებს სთავაზობს.
მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა ამერიკული ჟურნალის Forbes-ის ვერსიით, ქუჩის კვების საუკეთესო კერძების ათეულში მოხვდნენ.
გამოკითხვა
უნდა აღიმართოს თუ არა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა ზუგდიდის მთავარ მოედანზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.