ზუგდიდში დღეს ქართული ენის დაცვის დღე აღნიშნეს. "დედა ენის“
ავტორის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინებით
ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის
აღსაზრდელებმა, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის
თანამშრომლებმა და საქართველოს სასწავლო ცენტრის (GLC) ზუგდიდის
ფილიალის მოსწავლეებმა შეამკეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე
ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ ისაუბრა. მისი თქმით,
ქართული ენა არის ერის განძი და ერის სულიერება.
„1990 წლიდან ქართველი ერი აღნიშნავს ამ დღეს და ეს არის დღესასწაული,
რომელსაც ქვია ქართული ენის დღე“, - აღნიშნა ნანავამ.
GLC-ის პედაგოგი ნესტან ფიფია ამბობს, რომ 1978 წლის 14
აპრილიდან დღემდე ეს ქართული ენის გადარჩენის დღეა.
"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქართველის ცნობიერებაში ეს დღე იყოს
ცოცხალი, ძალიან ცოცხალი, სხვა შემთხვევაში ქართულ ენას, რომელიც
მაშინ გადარჩა უფრო დიდი საფრთხე ემუქრება“, - თქვა ფიფიამ.
ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ქალაქში სახვადასხვა ღონისძიებებაა
დაგეგმილი.
40 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში მოეწყო დემონსტრაცია,
რომელზეც ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ მოიყარა თავი. ხალხი
ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი,
რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები