ახალი ამბები
დონდუა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ოთხოზორიას მკვლელობის საქმე ხაზგასმულია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა. აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევით მკვლელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

გარდა ამისა, დონდუას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში დეტალურად არის ასახული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, სადაც რუსეთის ათასობით ჯარისკაცი და მესაზღვრე უკანონოდ იმყოფება. ამასთან, ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.



„ასევე აღნიშნულია, რომ 300 000 იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე და უხეშად ირღვევა მათი საკუთრების უფლება. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლება და შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყლის მიწოდებასა და სასაფლაოებზე წვდომა შეზღუდულია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, მათ შორის, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან. ხაზგასმულია, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება გალის მოსახლეობას, საიდანაც ბავშვები ქართულ სკოლებში განათლების მისაღებად ყოველდღიურად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს. აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. ანგარიშში ასევე საუბარია მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებზე აფხაზეთის რეგიონში იმ პირობებში, როცა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის პედაგოგებმა თუ მოსწავლეებმა არ იციან რუსული ენა. ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გალის რაიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ ე.წ. დოკუმენტების მხრივ არსებული გაურკვეველი ვითარება აისახება გალის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დამატებით შეზღუდვაზე... ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით,“ - განაცხადა დავით დონდუამ.




Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
24 / ივნისი 2019
აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი დიანა ღურწკაია „ერთმორწმუნე დებსა და ძმებს“ მათი მონაწილეობით თბილისში ჩაშლილი ასამბლეის გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „ტასს“ განუცხადა.
24 / ივნისი 2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საჯარო მოხელეების ნაწილი შს მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს. მათ ხელი მოაწერეს შესაბამის პეტიციას და სოციალურ ქსელში გააზიარეს. ხელმომწერები მოითხოვდნენ არ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია,
24 / ივნისი 2019
არასამთავრობო ორგანიზაციების „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და ჩეხური „ფიფლ ინ ნიიდის“ ორგანიზებით თბილისში ფერმერთა კონგრესი გაიმართა.
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციების „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და ჩეხური „ფიფლ ინ ნიიდის“ ორგანიზებით თბილისში ფერმერთა კონგრესი გაიმართა.
{{ARTICLEIMAGE}}ქართველი სპორტსმენები 20 ივნისის აქციის მონაწილეებს საკუთარ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
„თიბისი ბანკის“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადაა , „თიბისი ჰოლდინგის" სახელით უკრაინელი ტურისტებისთვის „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს.
გამოკითხვა
ვინ უნდა აგოს პასუხი დუმის დეპუტატების პარლამენტში ყოფნაზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.