ახალი ამბები
ქალებს ყველაფერი შეუძლიათ - ამერიკელი ავტომრბოლელის შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით ადგილობრივ ახალგაზრდებს NASCAR-ის ავტომრბოლელი ჯენიფერ ჯო კობი შეხვდა. მან შეკრებილებს საკუთარი საქმიანობა გააცნო და გამოცდილება გაუზიარა.

„მე უკვე შვიდი წელია ამ სფეროში ვარ, როგორც სრულუფლებიანი მონაწილე და ერთდაერთი ქალი აღნიშნულ სისტემაში. დასაწყისში არ ჩანდა ჩემი პერსპექტივა მიმზიდევლი, რადგან ვიყავი ქალი და არ მქონდა ფული, თუმცა სწორედ ამ წარუმატებლობის წინასწარმეტყველება გახდა ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი. ბედნიერი ვარ, რომ ქალი ვარ“, - აღნიშნა ჯო კობმა.



შეხვედრას ორგანიზება აშშ-ს საელჩომ გაუწია. საელჩოს მედიასთან ურთიერთობის კოორდინირების წარმომადგენელმა ნანა კიკნაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.

„ეს ის დარგია, სადაც მამაკაცები სჭარბობენ, თუმცა მან შეძლო გამხდარიყო ძალიან წარმატებული და ცნობილი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნა კიკნაძემ.



ჯენიფერ კობი ერთკვირიან კამპანიაში „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“ იღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ს საელჩო 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ატარებს.




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
ევროპის ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის
ზუგდიდში, აღმაშენებლის #89-ში ავტოგასამართ ,,ვისოლის" სადგურთან სუპერმარკეტ "სმარტის" რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა.
საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
2020 წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.
დღის სიახლეები
16 / თებერვალი 2020
მესტიის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
16 / თებერვალი 2020
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აუდიტის სამსახურის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზების გამოვლენას გამოეხმაურა.
16 / თებერვალი 2020
პარტია „ლელოს“ ზუგდიდის ოფისში  ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურებულია და მშენებლობის დაწყებას საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია -12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.