სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის
27-ე კმ-ზე ქ.ფოთში მდ.რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 27 ივლისიდან 31
ივლისის ჩათვლით, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის ამ პერიოდში
აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო
მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები