ახალი ამბები
გია გულორდავა სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
ზუგდიდის მერის ყოფილი პირველი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ხვალისთვის დაიბარეს. სუს-ში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გია გულორდავა 14 სექტემბერს 11 საათზეა დაბარებული. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ, ქრთამის აღების 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა. რაც შეეხება ვიცე-მერს გია გულორდავას მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიას უკვე გადასცა. დღესვე „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ
გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ზუგდიდის მერის წინააღმდეგ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სუს-მა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

„რუსთავი 2“: ფარულ ჩანაწერში ზუგდიდის მერი და ბიზნესმენი კორუფციულ სქემაზე საუბრობენ

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვიცე-მერი გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგა




Print Email
FaceBook Twitter
საზოგადოება
გზა დევნილობიდან გერმანიის კოსმონავტიკის ცენტრამდე - ინტერვიუ ილონა შონიასთან
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
თეა წულუკიანი: ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი და მისი ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანაკლიის პორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია,
გიორგი კალანდია: ერმიტაჟში ეკატერინე ჭავჭავაძის გამოსახულებით ნახატი ინახება
ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, მისივე თქმით,  ერმიტაჟის მუზეუმშია გადაღებული და რომელზეც, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს დედოფალი
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია -6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.