რეგიონი
გუდაუთაში „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მუზეუმი გაიხსნა
გუდაუთაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მუზეუმი, რომელიც „აფხაზეთის გმირის“ სერგეი დბარის სახელს ატარებს, წერს „აფსნიპრესი“. ცერემონიას დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მუზეუმის დირექტორის ბატალ გუმბას თქმით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ მუზეუმში 8 საექსპოზიციო დარბაზის მომზადება იგეგმება, რომელიც დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნება. გარდა ამისა, მისი თქმით, აქ „აფხაზეთის მე - 20 საუკუნის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ამსახველი კუთხე მოეწყობა.

გახსნის ცერემონიაზე შეკრებილებს დაღუპული მეომრის დედამ ტერა ახბამ მიმართა. მან აღნიშნა, რომ მუზეუმი თანამედროვე ისტორიის ამსახველი და ახალგაზრდების აღზრდის მნიშვნელოვანი ელემენტია. „ჩვენ ბევრი განათლებული ახალგაზრდა გვყავს. თქვენ მიერ მიღებული განათლება უნდა ეფუძნებოდეს გონიერებას, მოთმინებას და უნარს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა მიმდინარეობს.
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 34 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.