ზუგდიდის საოლქო კომისიაში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს, რომლებსაც დალუქული მონაცემები შემოაქვთ
უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ მათ რიგის მიხედვით არ იძახებენ და უბნების წარმომადგენლები საოლქოში ნაცნობობით შეჰყავთ. ადგილზე სიტუაცია მალევე განიმუხტა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის კომისიის თავმჯდომარეებს რიგის ნომრის მიხედვით იძახებენ.
მასალის გამოყენების პირობები