ახალი ამბები
ზუგდიდში დაგროვებითი პენსიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდში დაგროვებითი პენსიისა და საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ აღნიშნა, დაგროვებითი პენსიის  რეფორმა 1 იანვრიდან ამოქმედდება და მისი ერთ-ერთი  მიზანი სიბერეში მატერიალური უზრუნველყოფაა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ იყო ინფორმაციის ნაკლებობა ახალი საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელსაც დაჩქარებულ რეჟიმში შევავსებთ. ვხვდებით დაინტერესებულ პირებს, მოსახლეობას და ვაცნობთ ინფორმაციას ამ რეფორმის და სიკეთის შესახებ. იმ ბენეფიტების შესახებ, რომელსაც ის მოიტანს, როგორც
მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. კანონი ძალაში აგვისტოდან შევიდა, ხოლო მისი ზოგიერთი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო შენატანებს, ძალაში შევა პირველი იანვრიდან. ამ რეფორმას აქვს ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა. ერთი არის ის, რომ ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ სიბერეში მატერიალურად. უახლოეს მომავალში ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ძალიან დიდი უპრეცედენტო საინვესტიციო კაპიტალის გაჩენას, რომელიც აისახება ეკონომიკაზე, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზის განვითარებას და ამას ვიგრძნობთ ყველა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

alt

სააგენტოს განმარტებით, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.  

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო "ლოტოსის" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დეას" ხელმძღვანელის მადონა ხარებავას თქმით, დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა დაგვიანებულია, თუმცა სქემა, რომელიც სააგენტომ წარმოადგინა, საინტერესოა.

"ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია ეს რეფორმა. ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ საქართველოს შეეძლო გადასულიყო ამ სქემაზე იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში მიზერულია და ადამიანები პენსიის დაგროვების ხარჯზე ცხოვრობენ ღირსეულად. იმაზე, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, შეგვიძლია დანერგვიდან 2-3 წლის შემდეგ ვისაუბროთ. სქემა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ძალიან საინტერესოა. თავისთავად ცხადია, რომ ეს არის ახალი და იქნება ხარვეზები. გასათვალისწინებელია ის ადამიანები, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები“, - ამბობს მადონა ხარებავა.

დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო.

Print Email
FaceBook Twitter
საზოგადოება
გიორგი კალანდია: ერმიტაჟში ეკატერინე ჭავჭავაძის გამოსახულებით ნახატი ინახება
ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, მისივე თქმით,  ერმიტაჟის მუზეუმშია გადაღებული და რომელზეც, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს დედოფალი
მამუკა ხაზარაძე: ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანია ანაკლიის პორტს უკავშირდება
ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო
გიგი სიჭინავა „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტი გახდა
ზუგდიდელი მხატვარი გიგი სიჭინავა ქვეყნის მასშტაბით 200 ნიჭიერ ბავშვს შორის ერთ-ერთია, რომელიც „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტი გახდა. მოზარდი კომპანიისგან ერთი წლის განმავლობაში
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123
ამინდი
ზუგდიდი 5 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 6 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.