ახალი ამბები
ჩიკვაიძე: ენგურის ხიდი ცალმხრივად "ღორის გრიპის" გამო ჩაკეტეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლა ე.წ. ღორის გრიპის გამო შეიზღუდა. ჩიკვაიძემ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს უშვებენ, ვინც აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

"აქეთ, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა პირისთვის ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია, იქეთ
კი ჩვეულებრივად უშვებენ მათ, ვისაც "აფხაზური პასპორტი" აქვთ". ხალხი არ გადადის, რადგან ეშინიათ, რომ მერე აღარ გადმოუშვან, - თქვა ჩიკვაიძემ.

ენგურის ხიდზე დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე რიგებია, თუმცა მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული და ენგურის ხიდს 25 იანვრამდე ვერ გადაკვეთენ.

ამავე თემაზე:

ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა (ვიდეო) 
Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
დღის სიახლეები
23 / იანვარი 2019
ზუგდიდის საკრებულო გარე ვაჭრობის ორგანიზების წესს მიიღებს, გალში ენგურის ხიდის გადაკეტვა გააპროტესტეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.{{AUDIO}}
23 / იანვარი 2019
Жители гали опртестовали закрытие админстарстивной границы, Совет Европы поддержал список Отхозория-Татунашвили, представленный по инициативе «Европейской Грузии», в Грузии ужесточают условия установки газовых приборов, об этих и других новостях в нашем выпуске.{{AUDIO}}
22 / იანვარი 2019
{{ARTICLEIMAGE}}როგორია კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივა და საექსპორტო პოტენციალი, რა უნდა
არქივი
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.