ახალი ამბები
ნატრული აკობია უვადო მოსამართლედ დაინიშნა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა. კენჭისყრის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა. რვა მოსამართლეს შორის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, უვადოდ, 12 ხმით, 2-ის წინააღმდეგ ნატრული აკობია დაინიშნა.

კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.

უვადოდ გამწესდნენ, შემდეგი მოსამართლეები; 

ეკა არეშიძე - 14 ხმით თბილისის საქალაქოს სასამართლოში;

გია ბერაია - ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ლერი თედორაძე- 13 ხმა ერთის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;

ინდირა მაშანეიშვილი- 12 ხმა 2- ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 

სალიხ შაინიძემ -12 ხმა 2-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში;

ნატო ხუჯაძემ მიიღო - 12 ხმა 2-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში;

მერაბ ჯორბენაძე- 13 ხმა 1-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში; 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ განწესების თხოვნით, 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოთვლილი რვა მოსამართლის გარდა, სხვებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად, კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.