ახალი ამბები
ფოცხო ეწერს მეოთხე დღეა წყალი არ მიეწოდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერში 4 დღეა მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ალინა შეკერზიანოვამ უთხრა. მან ასევე თქვა, რომ ამის მიზეზი არ იციან.

„ძალიან რთული მდგომარეობაა. არც სასმელი წყალი გვაქვს და არც საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის გამოსაყენებელი. წყაროზე გვიწევს სიარული, მაგრამ ზოგისთვის ძალიან შორია“,- გვითხრა მან.

თავის მხრივ, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ წყლის პრობლემა ენგურჰესში სარემონტო სამუშაოებისთვის წყალსაცავის დაცლის გამო შეიქმნა.

„ვეძებთ ალტერნატიული წყაროს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვეცდებით აღდგენას. ხვალ, სავარაუდოდ, გვეცოდინება, როდიდან შევძლებთ, რომ წყალი მიეწოდოს მოსახლეობას“, - თქვა ფარცვანიამ.

სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უარყო “ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე აქ სარემონტო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, თუმცა ზამთარში გახარჯული მარაგის გამო წყლის დონე მინიმალურ ზღვარზეა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.