ახალი ამბები
გიგი უგულავა: ხელის გაშვერა არ მინდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სენაკში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა. უგულავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს კონკრეტული პირები ჩადიან, პასუხისმგებლობა არსებულ რეალობაზე საქართველოს მთავრობას ეკისრება.

"პირველ რიგში მინდა ირაკლის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო ეს უდიდესი ტრაგედია. ეს არის მათი ტრაგედია და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. სამწუხაროდ, მე არ მინდა ხელი გავიშვირო კონკრეტული ადამიანებისკენ, რადგან კონკრეტულ ბოროტებას, კონკრეტული ადამიანები ჩადიან, რომლებიც
სასჯელს იმსახურებენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც მიიყვანა ქვეყანა მდგომარეობამდე, როცა საქართველოს პატივს არ სცემენ მისი მეგობრები, საქართველოსი არ ეშინიათ მის მტრებს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს პირველ რიგში. შეუძლებელია ქვეყანამ აიტანოს, როცა მის შვილებს კლავენ, ხელისუფლება კი იმდენსაც არ აკეთებს, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ ნორმალურად მოაქციოს ის ადამიანები, ვინც ტრაგედია დაატეხა თავს ქვეყანას და ამ ოჯახებს. შეუძლებელია კავკასიაში ქვეყანამ იარსებოს თავმოყვარეობის და პატივისცემის გარეშე და ყველაზე ცუდი რაც დღეს ხდება არის ეს - ჩვენ დავემგვანეთ ქვეყანას, რომელსაც მეზობლები, პარტნიორები აღარ სცემენ პატივს და მტრებს მისი არ ეშინია. როცა ასეთი რაღაცეები ხდება, ქვეყნის მთავრობა მოვალეა დაიცვას მოსახლეობის და მოქალაქეების სიცოცხლე, საკუთრება, ოჯახის წევრები და ღირსება. დაიცვას პროპორციულად, სამართლიანად და ადეკვატურად. ხაზს ვუსვამ - თუ ამას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ადამიანებს გვიკლავენ, ხელისუფლება მოვალეა ყველაფერი გააკეთოს რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება, რაც არ უნდა მძიმედ, პროვოკაციულად და არაპოლიტკორექტულად უნდა ჟღერდეს ეს. თუ ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს - ის უნდა წავიდეს. საქართველო ვერ იარსებებს კავკასიაში, ღირსებისა და პატივისცემის გარეშე. ეს საკითხი უკვე ამ ჭრილში განიხილება და ასე დგას ქვეყნის მოქალაქეების მიერ და სამწუხაროდ ასე არ დგას მისი ხელისუფლების მიერ", -განაცხადა უგულავამ.

ოჯახს მასთან ერთად თენგიზ გუნავამ და ბათლომე შელიამაც მიუსამძიმრეს.

ირაკლი კვარაცხელიას დღეს სამ საათზე დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რომ ოკუპანტს მოეთხოვოს პასუხი

პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს (ვიდეო)

ოკუპირებულ ნაბაკევში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
21 / მარტი 2019
ოჩამჩირის რაიონში გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლი უცნაური დეტალით გამოირჩევა და გამვლელთა ყურადღებას იპყრობს. სახლის მეორე სართულზე ასვლა მანქანით პირდაპირ ტრასიდან შეიძლება. გამოცემა "აიაირას" ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ,
21 / მარტი 2019
სამხარეო ადმინისტრაციაში თენგიზ ჯგუშიას იმ  განცხადებას ეხმაურება, რომელიც ზუგდიდის მერობის არჩევნების შესაძლო გაყალბებას ეხება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თხილის
21 / მარტი 2019
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის "დღის ცენტრი", თითქმის, 6 წელია, ფუნქციონირებს. აქ სხვადასხვა ასაკის მოზარდების ადრეულ
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.