რეგიონი
ნიკოლოზ ანთიძე: უახლოეს დღეებში იმ სახლის რეაბილიტაცია იწყება, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, უახლოეს დღეებში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები იმ სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის თანხა ფონდმა „ქართუმ“ გამოყო.

„პროექტი გაკეთებულია თავისი ბიუჯეტით და ასე შემდეგ. ჩვენ ვთხოვეთ ფონდ „ქართუს“ და მან უკვე გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. ამ ეტაპზე რეაბილიტირდება გარემო, ეზო და შენობა, ფაქტობრივად, მომზადდება შემდგომ მემორიალური მუზეუმისთვის. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მუზეუმოგრაფიაზე, შიგნით რა იქნება. ვიცით, რომ უნდა აისახოს ეს ტრაგიკული ისტორია, რადგან სწორედ აქ გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია“, - გვითხრა ანთიძემ.

სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. ამის შემდეგ ანთიძემ გვითხრა, რომ სახლი რეაბილიტირდებოდა და აქ მუზეუმი მოეწყობოდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული ნაწილის ამსახველი გახდებოდა.

ამავე თემაზე:

გუბერნატორი გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივით გამოდის


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.