ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, დედის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა აქვს.

„კითხვები მაქვს, თუ როდის დასრულდება გამოძიება. 50-ზე მეტი მოწმე გამოკითხეს და მაქვს კითხვები, რას უნდა ველოდო. გარდა ამისა, ვითხოვ საქმის მასალების გაცნობას. როგორც ამბობენ, პირად კონტროლზე ჰყავთ ეს საქმე აყვანილი, თუმცა ამ დრომდე არათუ კითხვებს არ გაეცა პასუხები, საქმის მასალებსაც კი არ მაცნობენ. შესაბამისად, ვითხოვ
შეხვედრას საქართველოს გენერალურ პროკურორთან“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

შენგელია დედის საქმეზე სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე  განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:
ია კერზაიას შვილი: აქ იმედი აღარ მაქვს და სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან
Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2019
{{ARTICLEIMAGE}}აბაშაში არსებული ადმინისტრაციული შენობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია და გადაადგილება მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა.
20 / აპრილი 2019
10 მცირეწლოვანის თანხმლები ქალი ამბობს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და საქართველოს გავლით მეუღლესთან სხვა ქვეყანაში აპირებს ჩასვლას. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, ბავშვების ქუთაისის
20 / აპრილი 2019
10 მცირეწლოვანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასრულწლოვნები ზუგდიდში ერთ-ერთი
საზოგადოება
ზუგდიდელმა ქალმა, რომელსაც მეუღლე, დაახლოებით, 2 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა, მისგან შვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გააჩინა.
სოფელ ანაკლიაში, შელიების სახლში რელიქვიად ინახება ზვიად გამსახურდიას წერილი, რომელიც მან ზუგდიდში, "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გამოუგზავნა.
ზუგდიდში, რუსთაველის ნომერ 150-ში ავეჯის ახალი მაღაზია გაიხსნა. მაღაზიათა ქსელი „პანცილიონი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნებისმიერი სახეობისა და დიზაინის საოჯახო ავეჯს სთავაზობს.
გამოკითხვა
მიდიხართ თუ არა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.