ახალი ამბები
ზუგდიდში ოთხი ახალი ავტობუსი იმოძრავებს (ფოტო)
ზუგდიდში ოთხი ახალი ავტობუსი, ანაკლიის, რუხის და ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს.  მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის გიგა ფარულავას თქმით, ტრანსპორტი ევროპული სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირთათვის ადაპტირებულია. რაც შეეხება დანარჩენი 11 ავტობუსის ჩამოყვანას, ფარულავას განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მისი მოწოდების ვადა ივნისამდე ჰქონდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა 15 ავტობუსი. მიმწოდებელს ხელშეკრულების შესაბამისად შეეძლო ეტაპობრივად მიწოდება ავტობუსების, შესაბამისად, როგორც მას ჰქონდა შესაძლებლობა ეტაპობრივად შემოიყვანს ივნისამდე“, - აღნიშნა მან.

ახალი ავტობუსები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერა. მოწერელიას განცხადებით,  მომავალი წლისთვის დამატებით ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.

„როგორც ხედავთ, პირველი ოთხი ავტობუსი ჩამოვიდა. ამდენად ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული ავტობუსით იმგზავროს. ავტობუსები იმოძრავებს სოფლების მიმართულებითაც. წელს იქნება თხუთმეტი ავტობუსი, თუმცა ეს რიცხვი მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ამასთან არის კომფორტული“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ზუგდიდში ახალი ავტობუსები კომპანია „ჯი თი გრუპმა“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა ჩამოიყვანოს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ხელშეკრულება კი შემსყიდველს და გამარჯვებულს შორის 27 მარტს დაიდო. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „ჯი თი გრუპი“ ჰყავდა. მან მერიისგან ავტობუსების შესასყიდად 3 მილიონ 330 ათასი ლარი მოითხოვა.  აღნიშნული თანხა ზუგდიდის მერიამ ისესხა. მისი  დაფარვის ვადაა 2029 წლის 31 მარტია. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია ავტობუსების შესაძენად 3,5 მილიონ ლარს ისესხებს

ზუგდიდში ახალი ავტობუსები ივნისის ბოლოს უნდა ჩამოიყვანონ
Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
21 / სექტემბერი 2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გაიხსნა. ის სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.
20 / სექტემბერი 2019
ზუგდიდის სოფელ კოკში, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო გაიხსნა. საშრობის წარმადობა 1 000 ტონას,
20 / სექტემბერი 2019
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მშენებარე სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}„ფიფლ ინ ნიდმა“ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ დახურვის ღონისძიება მოაწყო.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. კერძოდ, რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა "ცუდად" მუშაობს,
NDI-ის მიერ 13-და 29 ივლისის ჩათვლით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.