ახალი ამბები
გიორგი შენგელია: 2012 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა ®
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ექიმებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ მედიკოსებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ზუგდიდში განხორციელდება.

,,მუნიციპალიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენი მთავრობის მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, მოქალაქეებს აქვთ წვდომა ჯანდაცვის ყველა სერვისზე და ეს კარგი მონაპოვარია.

2012 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა. ხდება არაერთი მიმართულების დაფინანსება, მათ შორის ძვირადღირებული მედიკამენტის და გამოკვლევების დაფინანსება, ოპერაციების თანადაფინანსება, ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და სხვა პროგრამები", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მნიშვნელოვანია, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში უკვე დასრულდა მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა, რომლითაც ადგილობრივებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.

გიორგი შენგელიას განცხადებითვე, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ობიექტის გადაცემა.

კომპლექსი შედგება 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.