პოლიტიკა
რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიცია და „ოცნება“ საკრებულოში (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ესწრებოდა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სანდრა რულოვსმა უმრავლესობის დეპუტატს მოსთხოვა, გაეცა პასუხი კითხვაზე, რას ნიშნავდა მის მიერ ნათქვამი სიტყვები „ყველა მეთოდი უნდა ვცადოთ არჩევნების მოსაგებად“.

„საქართველოს მხარეზე უნდა ვიყოთ ყველა, გია დანელიას მასალა ვნახე, რომელშიც ამბობს, რომ ვიყავით თათბირზე და მითხრეს, რომ ყველა მეთოდზე გადასულიყვნენ. მე მოვედი ია კერზაიას სკვერის გახსნის წინადადებით, მაგრამ ისეთი რამე გავიგე უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, რას ნიშნავს ყველაფერზე წასვლა“, - თქვა რულოვსმა.

ამის საპასუხოდ გია დანელიამ თქვა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი და გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა.

„ასეთი ჩანაწერების მონტაჟის პროფესიონალები არიან და და არ დავიჯერე. 9 წლის განმავლობაში უამრავი რამ გაუკეთებიათ მსგავსი“, - აღნიშნა დანელიამ.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ რულოვსს მიმართა, რომ ზვიად გამსახურდიაზე მის მიერ დაწერილი ფრაზის შემდეგ, მისი სახელობის დარბაზში სიტყვით გამოსვლის მორალური უფლება არ აქვს. რულოვსმა კი მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზვიად გამსახურდიაზე შეხედულება შეეცვალა და ახლა ყველა პირველი პრეზიდენტის იდეის მიმდევარი უნდა გახდეს.

დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა, სადაც ლაგვილავამ აღნიშნა, რომ რულოვსმა შოუს მოწყობა სცადა, რამაც კანდიდატის გაღიზიანება გამოიწვია.

„ნუ კივით საჯარო დაწესებულებაში“, - მიმართა ლაგვილავამ რულოვსს.

საკრებულოს თავმჯდომარე კი მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მამუკა წოწერია ამბობს, რომ უმრავლესობა სიმშვიდით ხვდება მსგავს ქმედებებს.

„ეს იყო პროვოკაციული აქცია და სურდათ, წამოვეგეთ პროვოკაციაზე, თუმცა, მზად ვართ, სიმშვიდით შევხვდეთ მსგავს ქმედებებს და მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ენმ-ს სურს, რომ მშვიდი ფონი წაშალოს, თუმცა ყველა ერთად 19 მაისს საკადრის პასუხს გავცემთ“, - თქვა წოწერიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, გია დანელია საუბრობს, რომ ის ესწრებოდა თათბირს, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში, 3 კილომეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კორონავირუსი
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი კოვიდდადებითი ქალი თბილისის ინფექციურში მოათავსეს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,
მესტიიის სოფელ ლენჯერში კორონავირუსი 17 პირს დაუდგინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა უთხრა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 89 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
დღის სიახლეები
10 / აგვისტო 2020
ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზის "შავღელეს" მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
10 / აგვისტო 2020
გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 55 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს, 9 მათგანს Covid-19
10 / აგვისტო 2020
კახათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ელენე თუზბაიამ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური - 80 ქულა გერმანულ ენაში მიიღო.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.