რეგიონი
ზუგდიდში ინკასატორების დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 8 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში ბრალდებულები გ.ჯ. და ო.ხ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ო.ხ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხით დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებაში. ამის შესახებ ინფორმაციას, მტავარი პროლურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გ.ჯ. და ო.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ჯ-ს 8 წლით, ხოლო ო. ხ-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 05:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, ე.წ. მეფრინველეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს სს „ენერგო -პრო ჯორჯიას“ ქვესადგურის საყარაულო ნაგებობაში, თავს დაესხნენ დარაჯს - გ.პ.-ს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ავტომანქანის გასაღები მოსთხოვეს. თავდამსხმელებმა გ.პ.-ს აღუკვეთეს თავისუფლება, შეუკრეს ხელები და ასეთ მდგომარეობაში მიატოვეს. აღნიშნულის შემდეგ გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მეორე დარაჯს მ. ნ-ს, ორივე დაზარალებული ხელებშეკრულები დატოვეს შემთხვევის ადგილზე და გასტაცეს მათ „MTC“, „სამსუნგი A3“ -ისა და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, რის შემდეგაც გ.პ.-ს კუთვნილი „ვოლვოს“ მარკის ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 09:20 საათზე, ზუგდიდში, სს „ლიბერთი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები - გ.ჯ. და ო. ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით თავს დაესხნენ სს „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორებს - ჯ.ა.-ს და ნ.ჭ.-ს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მუქარით მოითხოვეს თანხა. ინკასატორის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ო.ხ.-მ რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში და ჯ.ა.-ს ესროლა ფეხის არეში, შემდეგ კი მისაკუთრების მიზნით ჯ.ა-ს და ნ.ჭ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი გასტაცა, ხოლო გ.ჯ. დაეუფლა სს „ლიბერთი ბანკის“ საინკასაციო ავტომანქანქანაში არსებულ დიდი ოდენობით თანხას-125 000 ლარის და 2500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.