ახალი ამბები
სამეგრელოს სამი მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიხედვით პირველ ათეულშია
მუნიციპალიტეტების 2019 წლის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, მიუხედავად გარკვეული ზრდის ტენდენციისა, კვლავ დაბალი რჩება და 28%-ს შეადგენს. მერიების საშუალო შედეგია - 25%, ხოლო საკრებულოების - 31%. შესაბამისი კვლევა კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ არის მომზადებული.

შეფასების შედეგების მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს აქვს. 100%-იან შეფასების შკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს, რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის საუკეთესო შედეგის მქონე რუსთავის მუნიციპალიტეტს. ბათუმთან ერთად, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან რუსთავის (57%), ლაგოდეხის (56%), ზუგდიდის (55%) და თეთრიწყაროს (52%) მუნიციპალიტეტები.

ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მაჩვენებლით პირველ ათეულში მოხვდნენ.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების სტატისტიკა კვლევის თანახმად, ასე გამოიყურება:


1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 55%

2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 49%

3.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 47%

4.სენაკის მუნიციპალიტეტი 39%

5.ხობის მუნიციპალიტეტი 26%

6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 24%

7.მესტიის მუნიციპალიტეტი 24%

8.მარტვილის მუნიციპალიტეტი 21%

9.აბაშის მუნიციპალიტეტი 19%
Print Email
FaceBook Twitter
ანაკლიის პორტის პროექტის და ქალაქ ანაკლიის შემდგომ ბედზე საუბრისას, პოლიტიკური მოძრაობის „ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერმა აღნიშნა,
პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი.
დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელო საქართველოსთვის'' ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება სრულიად საქართველოს მოსახელობას, თუმცა ხელისუფლების
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა ტარდება. ასევე, შესრულდება წყლის კურთხევის რიტუალი. მსახურების ბოლოს
ndi-ის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ პოლიტიკოსების მიმართ, ყველაზე უარყოფითი შეფასება ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბისშვილს აქვს, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს. გამოკითხულთა უმრავლესობამ მიხეილ
დღის სიახლეები
28 / იანვარი 2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება სრულიად საქართველოს მოსახელობას, თუმცა ხელისუფლების
28 / იანვარი 2020
ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მცხოვრებ ნუგზარ გულუას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
28 / იანვარი 2020
სვანეთის მოსახელობას, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.