ახალი ამბები
მაჩალიკაშვილები შვილის საქმესთან დაკავშირებით ხელმოწერებს ზუგდიდში აგროვებენ (ვიდეო)
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი შვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს ზუგდიდში აგროვებენ. მათ ზუგდიდელების ხელმოწერების შეგროვება იუსტიციის სახლის მიმდებარედ დილას დაიწყეს, მოგვიანებით კი ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლეს. ზუგდიდი ბათუმის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც ისინი ჩავიდნენ, აქედან კი ქუთაისში გეგმავენ წასვლას. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.

„150 დეპუტატის სახელზე შევიტანე წერილი, ამის შემდეგ პეტიცია შევიტანეთ, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, მაგრამ პარლამენტმა და მთელმა სახელმწიფომ მითხრა უარი. მე ზუსტად ვიცი, რატომაც აკეთებენ ამას. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმართლე თემირლანის მკვლელობისა და სხვა დანარჩენი საქმეების შესახებ, რაც კბილებით უჭირავთ, არ მივიდეს საზოგადოებამდე და ჩქმალავენ ამ ამბებს, რათა თავზე არ დაემხოთ ხელისუფლება. იძულებული გავხდი, რომ გამოვსულიყავი ქუჩაში, რომ შემეგროვებინა 100 ათასამდე ხელმოწერა“, - უთხრა ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილმა.

მის მოთხოვნას დილიდან შეუერთდნენ ზუგდიდელები. ისინი მიიჩნევენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით შეგნებულად მიდის და მაჩალიკაშვილებს საქმის გამოძიების მოთხოვნაში მხარს უჭერენ.  ხელმოწერების შეგროვება ზუგდიდში საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.

2017 წლის დეკემბერში სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს თბილისში, საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, უწყებაში ამტკიცებენ, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად უარჰყოფს და ამტკიცებს, რომ გასროლის მომენტში თემირლანს ეძინა.

ობიექტური გამოძიებისა და საქმეში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციები თბილისში, რუსთაველის გამზირზე გასულ, 2018 წელს დაიწყო. რამდენიმე თვის წინ კი პარლამენტმა მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.