ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ლენტეხი - მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზაგარის უღელტეხილზე უერთდება ერთმანეთს, რაჭა-ლეჩხუმის,  ქვედა სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოდგენს.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი  მესტია-კალა-უშგული-ლასდილი-ლენტეხის 52 კმ-იანი გზის ნაწილია. ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების რაოდენობა შეადგენს  3 ობიექტს, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 62 790 300 ლარია, ხოლო მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთზე დაგეგმილია 3 პროექტის განხორციელება, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 33 822 600 ლარია. ბოლო პერიოდში, ამ მარშრუტმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა ადგილობრივი და განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო. დღევანდელი მდგომარეობით, არსებული საავტომობილო გზა პრაქტიკულად ამორტიზებულია, გზის სიგანე შევიწროებულია და სავალი ნაწილი ძლიერ დაორმოებული, არსებული ხელოვნური ნაგებობები კი პრაქტიკულად დანგრეულია. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, გზის რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება, არსებული ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, პარამეტრების გაუმჯობესება და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ რეგიონების ეკონომიკური, ტურისტული და საკურორტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება სოფ. უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

2020-2022 წლებში ეტაპობრივად იქნება დასრულებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 100 000 000 ლარამდეა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.