ახალი ამბები
ორულუში არწივის თავის ფორმის მინიატურული ფრაგმენტი აღმოაჩინეს
ზუგდიდის სოფელ ორულუში, ბორის წურწუმიას საკარმიდამო ნაკვეთში, კერამიკული ნაწარმისაგან დამზადებული მინიატურული ქანდაკების, არწივის თავის ფორმის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას თქმით, არტეფაქტის ქრონოლოგიური ასაკი წინაანტიკური ხანით განისაზღვრება და ქრისტეს წინარე მეშვიდე საუკუნეს მიეკუთვნება.

„არტეფაქტი არის კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელ ერთ - ერთ მნიშვნელოვან ელემენტი. საკულტო-სარიტუალო დანიშნულების, ორპროტომიან სადგარს უწოდებდნენ. ამ ტიპის სადგარები ძირითადად ტრაპეციული ფორმის კორპუსის და მართკუთხედის ფორმის ბრტყელი ძირისაგან შედგება, რომელზეც გამოქანდაკებულია საპირისპირო მხარეს მომზირალი ცხოველის ან ფრინველის თავები. არტეფაქტი, სავარაუდოდ, სპეციალურად შექმნილ ყალიბშია ჩამოსხმული და ერთ მხარეს არწივის თავია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ არწივის სახე საკმაოდ ნატურალისტურადაა გამოძერწილი და ეს მიანიშნებს იმას, რომა აქ არსებობდა სპეციალური სკოლა, ვინაიდან მასიური ხასიათი აქვს მიღებული. ე.ი არსებობდა სპეციალური სახელოსნო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯიქიამ.

მსგავსი ტიპის ნიმუშები ნაპოვნია ერგეტის, ცვანეს, ყულევის და სხვა არქეოლოგიური ობიექტებში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.