რეგიონი
ზუგდიდის სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 8 და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულები ზ.ა. და ი.მ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ყაჩაღობისთვის ადრე ნასამართლევ ზ.ა.-ს 10 წლით, ხოლო ი.მ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მარტს, ქ. აბაშაში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ზ.ა. და ი.მ. ნიღბებით და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ყაჩაღურად თავს დაესხნენ მ.ჩ-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა მ.ჩ-ს ოჯახის წევრებს, მათ შორის მის არასრულწლოვან შვილს ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს და მაგიდაზე მიაბეს, შემდეგ კი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ზ.ა. და ი.მ. 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ჯანაშიას ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
29 ივლისს, ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალი პროექტი, "ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ოფიციალურად გაიხსნება.
კორონავირუსი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 259 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
აფხაზეთიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი მედიკოსია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ უთხრა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გამოკვლეულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2020
ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მერსედესის ტიპის ავტომობილი
04 / აგვისტო 2020
გიგი უგულავა ამბობს, რომ ზუგდიდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, რადგან,
04 / აგვისტო 2020
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა ამომრჩევლებს და მხადამჭერებს პარტიის ოფისში შეხვდა. მან შეკრებილებს უთხრა, რომ
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 22 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.