რეგიონი
20 წლიანი მუშაობის შემდეგ ზუგდიდში მეხანძრე-მაშველი მადლობით გააცილეს (ფოტო)
თითქმის 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი 55 წლის თემურ ჯიქია თანამშრომლებმა სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მაშველი სამსახურიდან მეხანძრე-მაშველებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო წავიდა.

„ის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების პირადი შემადგენლობის გამორჩეული წევრი იყო და თითოეული თანამშრომლისთვის მუდამ დადებით პიროვნებად და სამაგალითო პროფესიონალად ხასიათდებოდა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ჯიქიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა წლების განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის, სიმბოლური სამკერდე ნიშანი გადასცა.
ღონისძიებას ზუგდიდელ მეხანძრე-მაშველებთან ერთად სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და სამეგრელოს მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
10 / მაისი 2024
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან კვლავ შეიკრიბნენ "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
10 / მაისი 2024
ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან და აქტივისტებთან გუშინ უცხო ნომრიდან დარეკეს. როგორც რესპონდენტები გვიზიარებენ, ზარების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა. უმეტესწილად,
10 / მაისი 2024
გალში სავაჭრო ობიექტის და ერთი - ერთი აფთიაქის შემოწმების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, გამოავლინეს პროდუქცია, რომელიც „აფხაზეთში საბაჟო წესების დარღვევით" შევიდა წერს „გალმედია“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.