რეგიონი
თანატოლები თანასწორობისთვის - ახალგაზრდული ფესტივალი ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ასოციაცია „ათინათმა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან ერთად ახალგაზრდული ფესტივალი გამართა. „თანატოლები თანასწორობისთვის“ - ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ზუგდიდში, უკვე მეორე წელია, ტარდება. წელს ღონისძიება გოგოების საერთაშორისო დღეს დაემთხვა, რამაც ფესტივალს, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კიდევ უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვა მისცა.

„ეს არის პროექტ „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ფესტივალი. ჩვენ ვცდილობთ, რომ მივცეთ სწორი ღირებულებები, ინფორმაცია ახალგაზრდებს, რათა შეძლონ მყარად ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, პასუხისმგებლობის მქონეებად, შექმნან მომავალი საკუთარი ხელებით. დღეს სიმბოლურად დაემთხვა გოგოების საერთაშორისო დღე და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა გოგონას ჰქონდეს იგივე შესაძლებლობა, რაც ექნება ვაჟს. მასწავლებლებს, მშობლებს, ყველას მოვუწოდებ, მხარი დავუჭიროთ გოგოებს და მივცეთ შესაძლებლობა, არჩევანის უფლება ჰქონდეთ და ის მომავალი შეიქმნან, რომელზეც ოცნებობენ“, - აღნიშნა ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.


განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწორედ გოგოების საერთაშორისო დღეზე გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერმა მარიამ ბანძელაძემ.

„აუცილებელია, რომ გოგოებს ხელი შევუწყოთ ჯანსაღ განვითარებაში, პროფესიულ წინსვლაში, რომ შეძლონ რეალიზება. ასევე, მნიშვნელოვანია, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ გოგონებს და ბიჭებს ყველა კუთხით. რაც შეეხება ფესტივალს, ის, რომ ძალიან ბევრი ხალხია, ღონისძიების პოპულარობასთან ერთად იმაზეც მეტყველებს, რომ ხალხი იზიარებს თანასწორობის იდეას, რაც მისასალმებელია“, - თქვა ბანძელაძემ.

ფესტივალს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია. მან მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა და დასძინა, რომ თითოეული მათგანი საინტერესოა.

„ძალიან ხალისიანი ღონისძიებაა. „თანატოლები თანასწორობისთვის“ - ეს სახელწოდებაც მეტყველებს, რომ ხაზგასმულია გენდერული ნაწილი, გენდერული თანასწორობა, რომელიც ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი იქნება, თუ ერთმანეთის მხარდაჭერით ხშირად გაიმართება მსგავსი ღონისძიებები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მერმა.

სპორტული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, ცოცხალი ბიბლიოთეკა;, სახეების მოხატვა, ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, სოციალური კაფე ,,მეგო-ბარი" (ცხელი და ცივი სასმელების გაყიდვა), ინტელექტუალური შეჯიბრება, ახალგაზრდა სპიკერების კონკურსი, კაცების კულინარიული შეჯიბრი - ეს ის აქტივობებია, რომელიც დადიანების სასახლეთა ეზოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილე მეწარმეები ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მათი საქმიანობის პოპულარიზაციისა და ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ყველაზე დიდი მოწონება წელსაც კაცების კულინარიულმა შეჯიბრმა დაიმსახურა, რომელშიც ერთმანეთს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მამაკაცები შეეჯიბრნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება ახალგაზრდულმა მუშაკმა ირაკლი ჯიქიამ მოიპოვა, რომელმაც მეგრული და იტალიური ყველის სახეობებისგან მოამზადა კერძი. შეჯიბრის მონაწილეებს სერტიფიკატები, გამარჯვებულებს კი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები იყვნენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, რადიო "ათინათი", ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, კომპანია ,,მარმაქს ჯორჯია", კლინიკა ,,ევექსი", ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი, სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა, საკანცელარიო მაღაზია ,,პილოტი", კომპანია ,,ბესტკოპი", შპს "NUTS GE", ბენზინგასამართი სადგური "GEKO". მათ ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატებიც გადასცეს.

ფესტივალი, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდაა, წელს უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“(რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება) ფარგლებში ჩატარდა.


Print Email
FaceBook Twitter

კლინიკა მედის წელს 20 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, უამრავ საჩუქარს და ფასდაკლებას უკეთებდა ერთგულ პაციენტებს. საიუბილეო წლის ბოლო თვეს კი კლინიკა უპრეცედენტო შეთავაზებებს გვპირდება.

წალენჯიხაში „ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლებმა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც მათი ოფისის მიმდებარედ ერთი წელია ცხოვრობს,  ხის სახლი დაუდგეს.
იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მსურველი,
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2019
{{VIDEO}}ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გურამ ოდიშარიას რიგით მეხუთე რომანის „უშენოდ შენთან“ პრეზენტაცია გაიმართა.
11 / დეკემბერი 2019
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
11 / დეკემბერი 2019
საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს და შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.