რეგიონი
ხაშურში, სავარუდოდ, მეუღლის მიერ მოკლული ქალი ხობელია
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა, წარმოშობით ხობის სოფელ ქვალონიდან არის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ქვალონის რწმუნებულმა ცოტნე დადიანმა უთხრა. მისივე თქმით, სხვა დეტალები ამ ფაქტის შესახებ არ იცის.

„ჩემი კლასელი იყო გარდაცვლილი. ოჯახში არავინ არ არის ახლა, მამა და ძმა აქ არ იმყოფებიან, დედა თურქეთშია. მე ის ვიცი, რაც მეზობლებმა მითხრეს. გარდაცვლილი სურამში ქმრის ბებიასთან ყოფილა და სწორედ იქ მოხდაო ეს ფაქტი“, - ამბობს დადიანი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ორ ეტაპად განისაზღვრა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
დღის სიახლეები
28 / თებერვალი 2020
დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა. დაღუპულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარიცაა.
27 / თებერვალი 2020
{{ARTICLEIMAGE}}რადიო ,,ათინათის'' შუადღის ეთერის სტუმარია თსუ- ს მეოთხე კურსის სტუდენტი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდა წამომადგენელი,  მოყვარული ნუმიზმატი გურამ ბაძაღუა.
27 / თებერვალი 2020
ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდულია. როგორც გალელები ამბობენ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრად მყოფ ადამიანებს და ტურისტებს ატარებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.