ახალი ამბები
სეს: სამეგრელოში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა და სასოფლო-სამეურეო კულტურების დაცვა მავნებლისგან შეუფერხებლად გრძელდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ სპეციალისტები საქართველოს რეგიონებში - სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს ამონტაჟებენ. აღნიშნული სადგურები მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება შეწამვლითი სამუშაოები.

ამჯერად მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მონიტორინგის სისტემები ეტაპობრივად განთავსდება საქართველოს ყველა რეგიონში.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, რომლებიც ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავად ხეხილისა და თხილის ბაღებში აგროკალენდრით გათვალისწინებულ შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებენ.

როგორც ფერმერები აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონ,ისძიებების შედეგად მიმდინარე წელს ფაროსანას რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.