ახალი ამბები
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმნის მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს 
ახალაბასთუმნის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 50-მდე ადგილობრივმა მშვიდობის ქუჩა დროებით გადაკეტა. როგორც ისინი განმარტავენ, სოფლის გზაზე ინტენსიურად გადაადგილდებიან სატვირთო მანქანები, რომლებიც ახლომდებარე  ტერიტორიაზე არსებულ ქვა-ღორღის და ბეტონის გადამამუშავებელ საწარმოს ემსახურებიან. მათივე თქმით, ამის გამო გზის საფარი დაზიანებულია და დაბინძურებულია ჰაერი. 

"ჩვენი პროტესტის მიზანი არის ის, რომ გაკეთდეს გზა. აქ უგზოობის გამო იყრება მტვერი, დადიან დიდი მანქანები, რომლებმაც ყველაფერი გააფუჭეს. მტვერი სახლებში შემოდის და ანტისანიტარიაა, ვერ ვსუნთქავთ ნორმალურად დიდიან პატარიანად. არ გვინდა ყალბი პირობები... 4 წელია გვპირდებიან. მერიის თანამშრომლები მოდიან და მანიპულირებენ კორონავირუსით. ნუ გვპირდებიან ცრუ რაღაცეებს, თორემ ჩვენც მივმართავთ შესაბამის ღონისძიებებს. აქ არის კარიერები, ბეტონის ცეხები, ამის გამო დადიან მანქანები შეუჩერებლად", - ამბობენ ადგილობრივები. 

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობა აქციების გაგრძელებას გეგმავს.

თავის მხრივ მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.