ახალი ამბები
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა და სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც ასევე ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელკეტებით ცემის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანეს, ხოლო შემდეგ ი.ქ.-ს კუთვნილი „მერსედეს-ვენტოს“ მარკის ავტომანქანით გაიტაცეს. თავდამსხმელებმა იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე წინასწარი შეთანხმებით მივიდა ვ.ჯ.

ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.ქ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ვ.ტ.-ს მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და ბეისბოლის ჯოხებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ი.ქ.-მ, ო.კ.-მ და სხვა პირებმა ვ.ტ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავის არეში მიაყენეს დაზიანება.

სასტიკი მოპყრობის შედეგად ვ.ტ.-მ გონება დაკარგა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ხოლო ო.კ-ის 4 ივლისს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე 2020 წლის 5 ივლისს კიდევ ერთი პირი -გ.რ. დააკავეს, რომელსაც ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.