რეგიონი
საია პროკურატურას ფოთში მცხოვრები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს
8 ივლისს, ღამის 11 სააათზე ფოთში მცხოვრებ თამაზ გრატიაშვილს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლები მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ამხილა, საცხოვრებელ სახლთან 2 უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, თავდასხმას თამაზ გრატიაშვილი მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს, რადგან, მისი მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა თავდასხმის დროს თამაზ გრატიაშვილს უთხრეს, რომ ეს გაფრთხილება იყო. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიყენებული დაზიანებების შედეგად თამაზ გრატიაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„აღსანიშნავია, რომ საია-მ თამაზ გრატიაშვილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით პროკურატურას 4 ივლისს მიმართა. თუმცა, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების აშკარა საფრთხის მიუხედავად, პროკურატურამ შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ვინაიდან თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისევ საფრთხეშია, საია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება“, - აცხადებენ საია-ში.

თამაზ გრატიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს 2020 წლის 9 ივნისს მასზე განხორციელებულ ძალადობაში ამხელს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. საიას განცხადების თანახმად, გამოძიების დაწყების შემდგომ, თამაზ გრატიაშვილმა ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და მისგან მომხდარ ფაქტზე გაჩუმებას მოითხოვდნენ.

„კერძოდ, 2020 წლის 21 ივნისს, ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც 10 000 ლარის სანაცვლოდ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის გამოტანა მოსთხოვა. ხოლო 3 ივლისს, ფეხით გადაადგილებისას ავტომანქანამ გზა გადაუჭრა. საჭესთან მჯდომმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ლიკვიდაციით დაემუქრა. მომხდარ ფაქტებზე საია-მ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დასაქმის დროული და სრულყოფილი გამოიძება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტებს აქვთ პირდაპირი კავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია გენპროკურატურას მოუწოდებს თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად დაუყოვნებლივ გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, ამასთან, შესაძლო ზეწოლის, ასევე, განხორციელებული თავდასხმის ფაქტი გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუქვემდებაროს. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.