ახალი ამბები
ფლანგვის დეტექტორი: ზუგდიდის მერიამ ქუჩების მორეცხვისთვის 20 ათასამდე ლარი დახარჯა (ვიდეო)
ზუგდიდის მერიამ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ქუჩების მოსარეცხად 19 430 ლარი დახარჯა. შესაბამისი ინფორმაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა“ გამოითხოვა. გამოქვეყნებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 10 ქუჩის მორეცხვაში მერიამ 2.5-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე ბათუმმა და ქუთაისმა 110 ქუჩის მორეცხვაში ერთად.

კერძოდ, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის ააიპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა’’ გაწეულ სამუშაოზე დახარჯა 18 045 ლარი, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ კი - 1385.

ორგანიზაციის შეფასებით, 20 ათასამდე ლარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ფაქტობრივად, ზუგდიდის მერიის საიმიჯო კლიპის გადაღებას მოხმარდა. საუბარია ვიდეოზე, რომელშიც სპეციალურად ამ კლიპისთვის შექმნილ სიმღერას ასრულებენ. კლიპში კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ჩანს.

ორგანიზაციის მკვლევარებმა გამოიკვლიეს, რომ ეს თანხა ზუგდიდში 324 სოციალურად დაუცველის ერთი თვის საარსებო შემწეობას ეყოფოდა, რადგან ზუგდიდში ყოველი მეექვსე ადამიანი სოციალურად დაუცველია და მათი ყოველთვიური საარსებო შემწეობა 60 ლარია.

გარდა ამისა, ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ქუჩების მორეცხვას სამედიცინო მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც, ქუჩების მოსარეცხად გამოყენებული ქიმიური ხსნარები საზიანოა ადამიანების კანის, თვალებისა და სასუნთქი გზებისთვის.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.