კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმა ადგილობრივებს გააცნეს (ვიდეო)
16:52 / 23.07.2020
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტ ლებარდესთვის, განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. გადაწყვეტილების უზრუნველყოფა რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, დოკუმენტაციას კი საპროექტო ჯგუფი შპს „ბაუ დიზაინი“ ამუშავებს.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პირველი გაერთიანებული საჯარო განხილვა მარტვილის სოფელ კურზუში გაიმართა, სადაც შეკრებილები, როგორც ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს (ამ ეტაპამდე შესრულებულ სამუშაო), ისე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს გაეცნენ.
„მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმების შემუშავება აუცილებელია ყველა ტიპის დასახლებისა და პირველ რიგში, კურორტებისთვის, რათა არ მოხდეს ქაოტური, უსისტემო განაშენიანება, შენარჩუნდეს ისტორიული იერ-სახე, მოწესრიგდეს სატრანსპორტო ქსელი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. ქალაქთმშებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების ფარგლებში კომპლექსურად გაანალიზდება მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები. ეს, ერთის მხრივ, კურორტებს შეუნარჩუნებს სარეკრეაციო და ისტორიულ ღირებულებას და ამავე დროს, არ შეაფერხებს მათ განვითარებას. რაც შეეხება ლებარდეს, არსებობს შესანიშნავი რესურსი, რომ განვითარდეს როგორც მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი და ტურისტულად მიმზიდველმა გარემომ უზრუნველყოს კერძო ბიზნესის დაინტერესება სხვადასხვა სფეროში ინვესტირების თვალსაზრისით“, - ამბობენ ადმინისტრაციაში.
ადგილობრივებთან ერთად განხილვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოში ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები