ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის ანგარიში წარადგინა
ზუგდიდის ტექნოპარკში ​სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2 წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ორი წლის განმავლობაში მოხდა.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის "პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირ "CPMR"-ში (Conference of peripheral maritime regions) გაწევრიანება დაასახელა. მისი განმარტებით, "CPMR" წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. 

"საფუძველი ჩავუყარეთ რეგიონში საზღვაო სასწავლებლის ჩამოყალიბების საკითხს. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები. 1000-ზე მეტ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტს საშუალება ექნება მიიღოს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია“, - აღნიშნა მან.

გუბერნატორის თქმით, ორი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 3000-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ არჩეული 1061 პროექტი.

"რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტირდა 362 კილომეტრი საავტომობილო გზა, აშენდა 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 ხიდს. წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მასშტაბური პროექტები ხორციელდება ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ჯვარსა და ანაკლიაში. ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა 17 ობიექტზე. სამელიორაციო სამუშაოების კუთხით, მოწესრიგდა 2693 ჰექტარი მიწა. ორი წლის განმავლობაში, გაზიფიცირდა 70 სოფელი. დამატებით მიმდინარეობს სამუშაოები და სატენდერო პროცედურები 12 ობიექტზე. მრავალბინიანი საცხოვრებელი ეზოების და ფასადების კეთილმოწყობის კუთხით განხორციელდა 10 პროექტი, დასრულდა 8 სკვერისა და პარკის მოწყობა.  ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა პროექტები. გაიხსნა რუხის საავადმყოფო და კლინიკა ამჟამად კორონავირუსთან ბრძოლის საქმიანობაშია ჩართული. აშენდა 26 და რეაბილიტირდა 23 ამბულატორია. ზუგდიდში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდა. აშენდა გადაუდებელი დახმარების 8 ცენტრი, დასრულების ეტაპზეა კიდევ 1 ცენტრის მშენებლობა. პროექტები განხორციელდა განათლების სფეროში: ფოთში, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს. რომელიც 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. დასრულდა 3 და მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა. სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 100-ზე მეტ სკოლას. განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 2019 წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა. მიმდინარე წელს კი 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა", - თქვა სახელმწიფო რწმუნებულმა.  

მან ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ხელშეწყობის მნიშვნელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რისთვისაც მოწერელიას თქმით ინტენსიურად მიმდინარეობს სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ალექსანდრე მოწერელია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი 2018 წლის აგვისტოდანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში. როგორც მან დღეს ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა, თანამდებობას 1 აგვისტოდან დატოვებს, მხარის ახალი რწმუნებულის დანიშვნამდე გუბერნატორის მოვალეობას კი მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.