ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძეს რა გაუკვირდა - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი „ლელოს“ ბრალდებებზე
ზუგდიდში „ლელოს“ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძეს ბრალდებებს უპასუხეს  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ფაცაცია ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც შეხვედრაზე მივიდნენ, არ უჩხუბიათ და ხაზარაზესთან მხოლოდ კითხვები ჰქონდათ. მისივე თქმით, ეს ადამიანები ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მაგალითები და ჩვენი დროის გმირები არიან.

„ბატონი მამუკა ხაზარაძე რა გაუკვირდა მე ვერ მივხვდი. ბატონი ბანკირი არის ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგე წლების მანძილზე, ქალბატონი მადონა მაქაცარია, რომელსაც ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ, ასევე როლანდ მაქაცარია და ჯამბულ ბოკუჩავა არიან ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მაგალითები, რომლებსაც მთელი ზუგდიდი პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა ამ ადამიანებს ექნებოდათ შეკითხვები და რეაქციები. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე 9 აპრილს უდიდესი ტრაგედია,როცა დატრიალდა საქართველოში, ის ატარებდა კომუნისტური პარტიის ბილეთს და მანდატს. მას კომუნისტური პარტია არ დაუტოვებია ეს ერთი, ის ებრძოდა ეროვნულ მოძრაობას.  მინდა გითხრათ, რომ დავალებები ზოგადად ჩვენი სტილი არ არის.  დავალებები მახსოვს, თუ როგორ კეთდებოდა 2012 წელს და ჩვენს შეხვედრებს, როგორ არბევდნენ და შლიდნენ. ამ ადამიანებს, თუ შეკითხვა გაუჩნდებათ ვინმესთან მათ აქვთ ამისი უფლება და სრულიად სამართლიანი, ნებისმიერთან მივიდნენ და ჰკითხონ. მათ ხომ არ უჩხუბიათ, მათ უბრლაოდ შეკითხვები დასვეს იმ თემებზე, რაც მათ აწუხებდათ, თუმცა ამომწურავი პასუხები არ მიუღიათ. მე ვნახე კადრები სადაც არის კითხვა-პასუხის რეჟიმი სადაც, ეროვნული მოძრაობის გმირებმა, ჩვენის დროის გმირებმა, რომლებმაც შეკითხვები დასვეს, მაგრამ პასუხები ვერ მიიღეს“, - თქვა ფაცაციამ.

ინფორმაციისთვის, „ლელოს“ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე მმართველ პარტიას ადანაშაულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
10 / მაისი 2024
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან კვლავ შეიკრიბნენ "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
10 / მაისი 2024
ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან და აქტივისტებთან გუშინ უცხო ნომრიდან დარეკეს. როგორც რესპონდენტები გვიზიარებენ, ზარების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა. უმეტესწილად,
10 / მაისი 2024
გალში სავაჭრო ობიექტის და ერთი - ერთი აფთიაქის შემოწმების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, გამოავლინეს პროდუქცია, რომელიც „აფხაზეთში საბაჟო წესების დარღვევით" შევიდა წერს „გალმედია“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.