ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში საუბნო კომისიები "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით დაკომპლექტდა
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საოლქო კომისიას და "ქართულ ოცნებას" საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წინასწარ შერჩევაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, როგორც კომისიების თავმჯდომარეების, ისე მათი მოადგილეებისა და სხვა წევრების ვინაობები უკვე ცნობილია და დაკომპლექტებულია მმართველი პარტიის მიერ. საოლქოში ენმ-ის წარმომადგენლის კობა კვარაცხელიას თქმით, მათ აქვთ სია, რომელშიც მითითებულია თუ ვისი კანდიდატურები იქნება არჩეული საუბნო კომისიის თავმჯდომარეებად.

"საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე იმართება სპექტაკლი, სამმოქმედებიანი დადგმა, რომელსაც ჰქვია საუბნო-საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა. ჩვენი ინფორმაციით, ეს თანამდებობები უკვე გადანაწილებულია "ქართული ოცნების" მიერ და დამოუკიდებელი კომისიის წევრები წინასწარ არიან შერჩეული. ჩვენ წარვადგენთ სიას, თუ ვინ იქნებიან უბნებზე თავმჯდომარეები და როგორც კი შემოვა კომისიაში პირველი სხდომების მონაცემები, შევადაროთ და თუ აქ მითითებული სახელები დაემთხვა უბნებიდან შემოსული ოქმებში მითითებულ სახელებს, მოვითხოვთ შესაბამისმა უწყებამ სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, რომელიც არის სერიოზული კანონდარღვევა", - ამბობს კვარაცხელია.

მისივე თქმით, ის პირები, ვინც კომისიის წევრებად იქნებიან შერჩეულები, საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები არიან.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში წუხელ ხმაური იყო. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო. მობილიზებული იყო სამართალდამცავი ორგანოები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.