სპორტი
საოცარი მატჩი საქართველოს ჩემპიონატში - ჩხოროწყუელებმა მეკარის გარეშე მოიგეს (ვიდეო)
საოცარი მატჩი საქართველოს ჩემპიონატში - ჩხოროწუელებმა მეკარის გარეშე მოიგეს საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 4-ში ("წითელი ჯგუფი") ნამდვილი სასწაული მოხდა! თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენათა განვითარებას და ჩვენი მკითხველი დარწმუნდება, რომ ასეთი მოვლენები ფეხბურთში ხშირად არ ხდება", - ასე ეხმაურება სპორტული გამოცემა „ლელო“ ჩხოროწყუს „სამეგრელოსა და თბილისის „იბერიას“ დაპირისპირებას.

„ჩხოროწყუში ადგილობრივმა "სამეგრელომ" თბილისის "იბერიას" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. მასპინძლები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და მათთვის ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თამაშის დაწყების წინ "სამეგრელო" მართლაც რომ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა.

დისკვალიფიცირებული გახლდათ ძირითადი მეკარე ნიკა ჯოხაძე. მეორე მეკარემ კი, თორნიკე გეგუჩაძემ, წინასამატჩო მოთელვაზე ტრავმა მიიღო და მასპინძლები მეკარის გარეშე დარჩნენ.

ამის გამო, თამაში 20-ოდე წუთის დაგვიანებით დაიწყო. კარში კი "სამეგრელოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი დავით ბერიშვილი ჩადგა. "ახალგამომცხვარმა" მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და დიდწილად განაპირობა მასპინძელთა ზემნიშვნელოვანი გამარჯვება. ანგარიში იბერიელმა აკაკი ყურაშვილმა გახსნა, თუმცა ამის შემდეგ "სამეგრელომ" მიჯრით შეაგდო 3 გოლი. თავი გამოიჩინეს შალვა ცქიფურიშვილმა, რამინ გულუამ და ნიკა ტუღუშმა.

ახალგაზრდა, პერსპექტიული მწვრთნელის, დემურ ხაბურძანიას კარიერაში უკვე ჩაიწერა გამორჩეული ფურცელი. ჩვენ კი ვესაუბრებით ამ შეხვედრის ერთ-ერთ გმირს, შალვა ცქიფურიშვილს, ვინც ქართველ გულშემატკივარს, "სამეგრელოს" გარდა, "საპოვნელაში", "ზესტაფონში" და "მეშახტეში" კარგი თამაშით უნდა ახსოვდეს.

"მართლაც ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით თამაშის წინ. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა ორი მეკარე გყავს და ვერცერთი ერთ თამაშობს. მატჩის დაწყების წინ ბიჭებმა ვთქვით, რომ თავს დავდებდით, ბოლომდე ვიბრძოლებდით!.. ასეც მოხდა! ფეხბურთში ერთსულოვნებას ყველაფერი შეუძლია და ეს ერთხელაც დამტკიცდა. დავით ბერიშვილი ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭია და მას გვერდით დავუდექით, შედარებით გამოცდილმა პარტნიორებმა გავამხნევეთ... ეს მატჩი არასოდეს დამავიწყდება!", - გვეუბნება ცქიფურიშვილი“, - ვკითხულობთ „ლელოს“ სტატიაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.