ახალი ამბები
12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობამ 16,1% შეადგინა (ვიდეო)
12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი 9 945-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის აქტივობამ 16,1% შეადგინა. ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ისაუბრა.

რაც შეეხება დარღვევებს, მესხის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საოლქო კომისიაში რეგისტრირებულია3 საჩივარი. 2 მათგანი 89-ე უბანში ბიულეტენებთან დაკავშირებულ დარღვევას ეხება, ხოლო ერთი საჩივარი ეხება გადასატან ყუთს. მისი თქმით, კომისიის ერთ-ერთი წევრი გადასატან ყუთს არ გაჰყვა.
"89-ე უბანში ბიულეტენებთან დაკავშირებით იკვეთება თავმჯდომარის პასუხისმგებლობა, თუმცა იქ იყვნენ კომისიის წევრები, იყვნენ მედიის წარმომადგენლები და ასევე დამკვირვებლები, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია. დავაყენებთ თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამას იძახიან და აშინებენ თავმჯდომარეს", - ამბობს მესხი.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 38 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად, 52 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.