ახალი ამბები
ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარასა და რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში სწავლა დისტანციური რეჟიმში შენარჩუნება. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.

„1500-მდე უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტრანციურ რეჟიმში. ამ სკოლებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ დღეს საბჭოზე გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩნუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანაში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურად უფროს კლასებში და უმაღლესი დაწესებულებები და პროფსასწავლებლები ასევე აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღემდე ფუნქციონირებდნენ,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

დაწესებული შეზღუდვა 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოჩამჩირის სოფლები კინდღი, ჯგერდა და ათარა დააზარალა, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
13 / მაისი 2024
"დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც 30 აპრილის ღამეს მერიასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა "აგენტების" კანონი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ გააპროტესტა 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.