ახალი ამბები
ზუგდიდის საარჩევნო უბნების სიახლოვეს გაურკვეველი სტატუსის მქონე პირების სიმრავლე შეინიშნება
ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბნების სიახლოვეს არაუფლებამოსილი და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირების სიმრავლე შეინიშნება. ისინი აგრესიულები არიან და ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ. უბნის თავმჯდომარეებმა არ იციან თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა სტატუსით იმყოფებიან კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან.
"უბანზე არ ვუშვებთ ისეთ პირს, რომელსაც არა აქვს აკრედიტაცია. ვამოწმებთ ბეიჯებს პირადი ნომრით და არ ვუშვებთ უცხო პირებს შიგნით. მე უბნის შიგნით ვიმყოფები და მასზე ვარ პასუხისმგებელი, ხოლო რა ხდება გარეთ ვერაფერს გეტყვით", - ამბობს 21-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სალომე წულაია.


"სამართლიანი არჩევნების" ზუგდიდის ოფისში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები არაერთ უბანზე შეინიშნება და იწვევს ეჭვს, რომ აღნიშნული პირები ამომრჩევლებზე გარკვეული სახის ზეგავლენას ახდენენ.
"ჩვენს ორგანიზაციას 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი ჰყავს, მათ შორის, 2 ზუგდიდში და ვაკვირდებით უბნებზე არსებულ ვითარებას. არაერთ საარჩევნო უბნის გარეპერიმეტრზე შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების ყოფნა. ასე ხდებოდა პირველ ტურში და დღესაც იგივე სურათია. ასევე, ტენდენციად ჩამოყალიბდა ის, რომ აგიტატორებს გარკვეული სახის სიები აქვთ და მოძრაობენ, როგორც უბნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს შეიძლება იყოს სამაგიდო სიაც, რაც სამართლებრივად დარღვევაა. მეორე ტურში, არაკონკურენტუნარიან გარემოში კრიმინალური მენტალობის მქონე და არაუფლებამოსილი პირების ყოფნას საარჩევნო უბნებზე შესაძლოა ჰქონდეს ის ახსნა, რომ სურთ მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდეს უბანზე, რადგან აქტივობა არის ძალიან დაბალი", - ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა.


ზუგდიდის საოლქო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 19.61% შეადგინა, რაც პირველ ტურში მისული ამომრჩევლის, დაახლოებით, ნახევარია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.