ახალი ამბები
„საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო ბილეთების დაბრუნებაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზა“  მგზავრთა გადაყვანის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეებმა სალაროებში წინასწარ შეძენილი ბილეთები დღეს უნდა დააბრუნონ. მათივე ინფორმაციით, ის მგზავრები, რომლებიც სამგზავრო დოკუმენტის დაბრუნებას დღეს ვერ მოახერხებენ, ამას სალაროების გახსნისთანავე შეძლებენ.

„2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები.

რაც შეეხებათ, იმ მგზავრებს რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 38 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად, 52 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.