ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის დავით თურქიაშვილი "წინანდლის პრემიის" ლაურეატი გახდა
2020 წლის "წინანდლის პრემია" თეატრალური ხელოვნების კატეგორიაში რეჟისორმა დავით თურქიაშვილმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია "წინანდლის პრემიის" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. ლაურეატის წოდება რეჟისორმა სპექტაკლით "უხერხემლო" მოიპოვა, რომელიც შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრში დაიდგა.

"ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. რა თქმა უნდა გვქონდა მოლოდინი გამარჯვების, რადგან ვიშრომეთ არც ისე ცოტა... მსახიობების მადლიერი ვარ და თეატრის. რომ არა ისინი, არ იქნებოდა არაფერი, მადლობა მათ. ვფიქრობ, ეს არის საერთო წარმატება, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ", - უთხრა დავით თურქიაშვილმა რადიო "ათინათს".

კონკურსს "წინანდლის პრემიის" მოსაპოვებლად ზურაბ ჟვანიას ფონდი ყოველწლიურად აცხადებს. მისი მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ლაურეატები დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.