ახალი ამბები
სოხუმმა შესაძლოა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა რიგებიდან ეუთოს გარიცხვა მოითხოვოს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მიერ 4 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დაგმობილია რუსული ოკუპაციის შედეგები და დადასტურებულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უწყება ეუთოს მიკერძოებულ და ცალმხრივ პოზიციასა და თბილისის ნებისმიერი ქმედების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

"ამ პირობებში, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს უნდა მოესმინათ უფრო მნიშვნელოვანი და დაბალანსებული შეფასება რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ, კონფლიქტის ყველა მხარის შეხედულების გათვალისწინებით. მიუკერძოებელი მიდგომა, რომელიც შეიძლება ჩანდეს ეუთოს რიტორიკასა და ქმედებებში, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში პოლიტიკური რეალობის ადეკვატური აღქმისკენ. თუმცა, სინამდვილეში, გაბატონებულია ცალმხრივი პოლიტიზებული პოზიცია...", - ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეა, აფხაზური მხარის განცხადებით, მას არ აქვს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ ნდობა და უფლებას იტოვებს მოითხოვოს თანათავმჯდომარეთა რიგებიდან ეუთოს გარიცხვა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები. რუსეთს უკვე წლებია ეუთოში დაბლოკილი აქვს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მუშაობა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.