ახალი ამბები
საპარლამენტო მანდატებზე უარი ანა წითლიძემაც თქვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, რომ საარჩევნო პარტიულ სიაში 36-ე ნომერი იყო, საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. მან თანაგუნდელებთან და სხვა ოპოზიციონერებთან ერთად შესაბამის აქტს ხელი მოაწერა.

"ოფიციალურად გაცნობებთ რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დღეს ოფიციალურად მოვაწერე ხელი ჩემს პირად განცხადებას პარლამენტის წევრობის უარზე", - აღნიშნა წითლიძემ.

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიხსნა. სხვებთან ერთად, პარლამენტის სხდომას ესწრებიან "ქართული ოცნების" პარტიული სიით გასული სენაკის ყოფილი მაჟორიტარი ირაკლი ბერაია, ხობის ყოფილი მაჟორიტარი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია. ასევე, პარლამენტში იმყოფებიან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხისი მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.