ახალი ამბები
სამეგრელოში ხანძრების გამო მეზობელი რეგიონებიდან დამხმარე ძალებს ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთიდან "122"- ში ხანძრების შესახებ 40-ზე მეტი შეტობინება შევიდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელბს. ამავე ცნობით, რეგიონში ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს და მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ლოკალიზებაში უშლის ხელს. არის საფრთხე, რომ ხანძარი თხილის პლანტაციებში გავრცელდეს. როგორც სააგენტოში ამბობენ, დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტიდან შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.

ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ძლიერი ხანძარია ზუგდიდის სოფლებში, დავითიანსა და ნარაზენში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
20 / მაისი 2024
ზუგდიდში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს.
20 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
20 / მაისი 2024
23 წლის მარიკა ჯალაღონია რომში, "საპიენცას" უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული რეგენერაციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან საბაკალავრო
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.